სახელმწიფოს მხრიდან ტარიფის სუბსიდირება ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის მიზანი ირიგაციის მომსახურების ახალი ტარიფისა და სუბსიდიის სქემის გაცნობა იყო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, ტარიფის ცვლილება ემსახურება ირიგაციის სისტემის მდგრად ფუნქციონირებასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან ტარიფის სუბსიდირება ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება.

შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დაესვათ კითხვები და მიეღოთ დეტალური ინფორმაცია როგორც ახალ ტარიფებზე, ისე სარწყავი სეზონის ორგანიზების საკითხებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები