ირაკლი ზარქუა – პიტერ მადიარზე: „აკაცუკებს“ ტყუილად გიხარიათ – მშვენიერი, ჯიგარი ბიჭია ესეც
პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა.
„ამ „აკაცუკებს“ ტყუილად გიხარიათ. რეალურად, მშვენიერი, ჯიგარი ბიჭია ესეც,“ – განაცხადა ზარქუამ.
შეგახსენებთ, უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ოპოზიციურმა პარტიამ „ტისამ“ გაიმარჯვა. ის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას ჩამოაყალიბებს.