„საშუალება უნდა მივცეთ სამართალდამცველებს, გაერკვნენ სიტუაციაში“

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა იური ვაზაგაშვილის მკვლელობას შეკვეთილი უწოდა. როგორც სერგო რატიანმა აღნიშნა, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე შესაბამისმა სამსახურებმა დროულად უნდა გამოიძიონ. მისი თქმით, საპარლამენტო უმცირესობა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიებას გარკვეულ ფარგლებში ზედამხედველობას გაუწევს.
„მოხდა მართლაც შემზარავი მკვლელობა. როგორც ჩანს, არის დაკვეთილი მკვლელობა. როგორც დღეს ფაქტებიდან ირკვეოდა, არის შემზარავი მკვლელობა, ერთადერთი რაც დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, გამოძიება უმოკლეს დროში უნდა ჩატარდეს. ჩვენ ჩვენი მხრიდან საპარლამენტო ზედამხედველობას განვახორციელებთ ამ მიმართულებით.
თავისთავად, როდესაც აფეთქება საფლავზე ხდება, ეს არ არის მარტივი სქემა. ჩვენ ზედმეტი კომენტარებისაგან თავი უნდა შევიკავოთ და საშუალება უნდა მივცეთ სამართალდამცველებს, გაერკვნენ სიტუაციაში და გამოიძიონ. ასეთი სახის ინციდენტები ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები