იური ვაზაგაშვილის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს

იური ვაზაგაშვილის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. არსებული ინფორმაციით, ცხედარს ექსპერტიზა თბილისში, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდება.
აფეთქების ადგილზე კი ექსპერტ-კრიმინალისტები აგრძელებენ მუშაობას.
იური ვაგაზაშვილი დღეს კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას გარდაიცვალა. ვაზაგაშვილი ახლობლის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, რა დროსაც საკუთარი ვაჟიშვილის საფლავზე გადაწყვიტა ყვავილების მიტანა. აფეთქება სწორედ იმ დროს მოხდა. მომხდარ ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები