„მებრძოლ-პატრიოტთა კავშირი“: ძალოვან სტრუქტურებს მივმართავ, ირაკლი ფირცხალავადან დაიწყონ გამოძიება

„მებრძოლ-პატრიოტთა კავშირი“ ხელისუფლებისგან  იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტის სასწრაფო გამოძიებას ითხოვს. ორგანიზაციის თავმჯდომარის ემზარ ქვარიანის განცხადებით, საქმე შეკვეთილ მკვლელობასთან გვაქვს:

„ძალოვან სტრუქტურებს მივმართავ,  ირაკლი ფირცხალავადან დაიწყონ ყველანაირი გამოძიება, რადგან,  ყველამ კარგად ვიცით, რომ იური ვაზაგაშვილის მთელი ოჯახის ტრაგედია მის სახელს უკავშირდება, და, არა ერთხელ დაასახელა მან ეს პიროვნება და ამხილა.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ გახსნას ის შეკეთილი მკვლელობა, რომელიც განხორციელდა იური ვაზაგაშვილის მიმართ. ეს უკვე მართლაც მეტისმეტია!  და,  ეს ზღვარსგადასული ქმედებები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს! ეს ბოროტება და შურისძიება, რომელიც ვაზაგაშვილების ოჯახს შეემთხვა, არანაირად არ უნდა შერჩეთ იმ ნაძირლებს, რომლებმაც ეს შეასრულეს. ასევე უმკაცრესად უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც იური ვაზაგაშვილის მკვლელობა შეუკვეთეს“, – აცხადებს ემზარ ქვარიანი.

ანუკი კვარაცხელია –  „მებრძოლ-პატრიოტთა კავშირის ახალგაზრდული ფრთის“  წარმომადგენელი:

„ ხელისუფლებას და პროკურატურას პრესტიჟის საქმედ უნდა მიაჩნდეთ მკვლელობის სასწრაფო, ცხელ კვალზე გამოძიება. ბოლოს და ბოლოს, ერთხელ მაინც დაანახეთ ხალხს, რომ ამ ქვეყანაში ზოგჯერ მაინც შეიძლება  იზეიმოს სამართალმა. თავმოყვარე ხელისუფლებას არანაირი სამთავრობო, თუ არასამთავრობო ორგანიზაციების და ქვეყნის მოსახლეობის მიმართვა არ უნდა სჭირდებოდეს იმაზე, რომ დანაშაული დასჯადი უნდა იყოს, მითუმეტეს, როცა საქმე ეხება კრიმინალს. გულწრფელად ვიზიარებ ვაზაგაშვილების ოჯახის ტრაგედიას და თანავუგრძნობ“.

მერი გვასალია – „მებრძოლ პატრიოტთა კავშირის ახალგაზრდული ფრთის“ წარმომადგენელი:

„მინდა,  მწუხარება გამოვთქვა და სამძიმარი გამოვუცხადო ვაზაგაშვილების ოჯახს.  შეშფოთებული ვარ ამ უმსგავსო ქმედებით და მინდა, ხელისუფლებას მოვუწოდო, აღსდგეს სამართლიანობა და ერთხელ და სამუდამოდ დაისაჯონ მკვლელები! და, თუ თქვენ არ შეგწევთ უნარი საქართველოს მოსახლეობამ იცხოვროს უსაფრთხოდ და არ გვქონდეს იმის შიში, რომ ხვალ ჩვენც იგივე სიტუაციაში აღმოვჩნდებით,  ჩვენს მშობლებს და ჩვენც არ აგვაფეთქებენ,  მიბრძანდით თქვენც ისე,  როგორც მობრძანდით!“.

ანი თევდორაშვილი – „მებრძოლ-პატრიოტთა კავშირის ახალგაზრდული ფრთის“ წარმომადგენელი:

„უკვე მეტისმეტია და სამარცხვინო! იმ დიდი ტრაგედიის შემდეგ, რომელიც ამ ოჯახს დაატყდა თავს, დამნაშავეები კვლავ აგრძელებენ აგრესიას ამ ოჯახის მიმართ. ამ ფაქტის უყურადღებოდ დატოვება ეს იგივეა, ჩვენც ამ დანაშაულის მოწმენი და გამზიარებელნი გავხდეთ.  როდემდე უნდა ცხოვრობდეს შიშის ქვეშ საზოგადოება! დაუყონებლივ უნდა მოხდეს სათანადო ზომების მიღება, რათა უმკაცრესად დაისაჯონ როგორც მკვლელები, ასევე შემკვეთები.
იური ვაზაგაშვილის მეუღლეს კი, მათ ოჯახში დატრიალებული, მეორე ტრაგედიის გამო სამძიმარს ვუცხადებთ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები