თეა წულუკიანი: ჩემთვის შავი დღე გათენდა

ჩემთვის შავი დღე გათენდა, – ამის შესახებ  იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მისთვის იური ვაზაგაშვილის აფეთქების ფაქტი შოკისმომგვრელია. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ის თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს, თუმცა მისივე თქმით, საბოლოო სიტყვა გამოძიებამ უნდა თქვას.
“გამიჭირდება რაღაცეების მტკიცება, მაგრამ დღევანდელი ამბავი ჩემთვის შოკისმომგვრელია, რადგან ბატონი იური არ იყო ჩემთვის უცნობი ადამიანი. ყველა იმ ადამიანმა, ვინც ოპოზიციაში იყო, ვიცით, რომ რიტუალივით იყო უსამართლობასთან ბრძოლის პროცესში ბატონ იურისთან ერთად ე.წ. ყოფილ კორტებთან მისვლა. ბრძოლა ერთად გავიარეთ. ჩემთვის შავი დღე გათენდა. როდესაც მინისტრად დავინიშნე, ერთადერთი, რაც მოვასწარი და მის ტკივილს პატივი მივაგე, იყო ის, რომ მემორიალი დაიდგა სააკაშვილის და მერაბიშვილის რეჟიმის დროს დახვრეტილი ხალხის პატივსაცემად. ეს მემორიალი დგას და სანამ მე ვარ მინისტრად, იდგება”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მისივე თქმით, იური ვაზაგაშვილი იმედიანად იყო, რადგან ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება თითქმის ბოლომდე იყო მიყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები