იური ვაზაგაშვილის ახლობლები: მოვითხოვთ მის დასაფლავებამდე მკვლელობის ყველა დეტალი გახდეს ცნობილი

იური ვაზაგაშვილის ახლობლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადვოკატები ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის საზოგადოებრივ დარბაზ “ჯაზუში” შეიკრბნენ. ისინი რუსთაველის გამზირზე აქციის გამართვას აპირებენ. როგორც ოჯახის ახლობლებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მათი მთავარი მოთხოვნა ხელისუფლებისადმი იქნება ის, რომ იური ვაზაგაშვილის დასაფლავებამდე მისი გარდაცვალების ყველა დეტალი გახდეს ცნობილი.
მოკლული გიორგი გამცემლიძის მამის ჯამბულ გამცემლიძის განცხადებით, თუ 2 დღეში არ დაიდება იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დეტალები, მთელი საქართველო ფეხზე დადგება.
“შვილმოკლული ოჯახები სააკაშვილის რეჟიმს ვებრძოდით, რომ ქუჩაში არ მომხდარიყო მკვლელობები. დღეს ჩვენ იური აღარ გვყავს. მე პირადად ვაცხადებ, რომ ყველა პირი, ვინც იურის და ზურას მკვლელობაში იქნა დასახელებული, დაისჯებიან”, – განაცხადა ჯამბულ გამცემლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები