გიორგი მარგველაშვილი: იმედს გამოვთქვამ, რომ გამოძიება დროულად დაადგენს ჭეშმარიტებას

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს უსამძიმრებს. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ გამოძიება დროულად დაადგენს ჭეშმარიტებას.
„მწუხარებას გამოვთქვამ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო. იმედს გამოვთქვამ, რომ გამოძიება დროულად დაადგენს ჭეშმარიტებას.
თუმცა ეს ვერ გაანელებს იმ ტკივილს, რასაც თითოეული ჩვენგანი განიცდის ვაზაგაშვილების ოჯახში დატრიალებული კიდევ ერთი შემზარავი ტრაგედიით.
ამ მძიმე წუთებში სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ყველა იმ ადამიანს, რომლებიც წლების განმავლობაში ბატონ იურისთან ერთად იბრძოდნენ სიმართლისა და ადამიანის უფლებების დასაცავად“, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები