ირაკლი სესიაშვილი: ვაზაგაშვილის გარდაცვალება მისი შვილის მკვლელობის საქმეს უკავშირდება

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალება მისი შვილის საქმეს უკავშირდება. სესიაშვილის ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილის შვილთან დაკავშირებული საქმე პროკურატურას დასკვნით ეტაპამდე ჰქონდა მიყვანილი.
„მომხდარით შეძრწუნებული ვარ. იური ვაზაგაშვილს ძალიან კარგად ვიცნობდი. მას მოუკლეს შვილი და იბრძოდა არა მხოლოდ საკუთარი შვილის საქმისთვის, არამედ იმ პერიოდში სხვისი შვილებისთვისაც იბრძოდა. მას მოუკლეს შვილი, მკვლელები ქალაქში დადიოდნენ და იმისთვის იბრძოდა, რომ სხვისი შვილების სიცოცხლე გადაერჩინა. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, იური ვაზაგაშვილის შვილთან დაკავშირებული საქმე პროკურატურას დასკვნით ეტაპამდე ჰქონდა მიყვანილი.
იური გამოძიების პროცესში მაქსიმალურად იყო ჩართული. ორი კვირის წინ მას შეხვედრა ჰქონდა მთავარ პროკურატურაში და, რამდენადაც ვიცი, იმედიანად იყო, რომ საქმე ობიექტურად იქნებოდა გამოძიებული და დამნაშავეები დაისჯებოდნენ. გამოძიების დასრულებამდე დასკვნების გაკეთება გამიჭირდება, მაგრამ ჩემი შინაგანი რწმენით, მომხდარი მისი შვილის მკვლელობის საქმეს უკავშირდება. ჩვენი პასუხისმგებლობაა და სრულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ საქმე რაც შეიძლება მალე იქნას გამოძიებული და დამნაშავეები დასჯილი. ირინა ენუქიძის შემდეგ – იმ დედის, რომელმაც ჩვენში ძალიან დიდი ემოცია გამოიწვია, ასეთი კაცი იყო იური ვაზაგაშვილი”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები