ლევან ბეჟაშვილი: საზარელი მკვლელობა მოხდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. მის განცხადებით, ქვეყანაში შეკვეთილი მკვლელობების პერიოდი ბრუნდება, რაც სამწუხაროა.
„საზარელი მკვლელობა მოხდა. ეს დანაშაული თავისი ხასიათით ძალიან მძიმეა. ამიტომ ხელსუფლებას ამ დანაშაულის უსწრაფესად გამოძიება, დამნაშავე პირების დროული გამოვლენა და მათი უმკაცრესად დასჯა მართებს. გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობაც, ამიტომ ხელისუფლებას ამ საქმის მიმართ უსწრაფესად გამოძიების ორმაგი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს. სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში ბრუნდება ის პერიოდი, როცა შეკვეთილი მკვლელობები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი იყო“, – აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები