„იური ვაზაგაშვილის შვილის გამოძიების საქმეზე შეიძლება შედეგი მალე დაიდოს”
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, პროკურატურამ იური და ზურა ვაზაგაშვილების საქმეზე სასწრაფოდ უნდა დადოს კონკრეტული შედეგი.
წულუკიანის თქმით, ეს იმისთვის უნდა გაკეთდეს, რომ კანონმა იზეიმოს და კანონი კანონობდეს ამ ქვეყანაში.
“როგორც ჩემთვის ცნობილია, თუმცა ამაზე პროკურატურა ისაუბრებს, იური ვაზაგაშვილის შვილის გამოძიების საქმე საკმაოდ კარგ გზაზე დგას და შეიძლება მალე შედეგიც დაიდოს, და ეს შედეგი დაიდება. პროკურატურამ ორივე საქმეზე უსწრაფესად უნდა დადოს შედეგი იმისთვის, რომ კანონმა იზეიმოს და კანონი კანონობდეს ამ ქვეყანაში”, -განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ იური ვაზაგაშვილი კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში ახლობლის გასვენებაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც შვილის საფლავზე ყვავილების გამოცვლა გადაწყვიტა. აფეთქება სწორედ მაშინ მოხდა. შედეგად იური ვაზაგაშვილი ადგილზევე გარდაიცვალა.