„ექსკურსია თეატრებში“- კულტურის სამინისტროს პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იწყებს მასშტაბურ პროექტს სკოლის მოსწავლეებისთვის – „ექსკურსია თეატრებში“, რომლის მიზანიც სკოლის მოსწავლეების თეატრალური ხელოვნებით დაინტერესებაა.
აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, 21 იანვარს, 11:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე გაუძღვებიან.
პროექტის „ექსკურსია თეატრებში“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლის მოსწავლეს საშუალება ექნება, ესტუმროს სასურველ თეატრს, დაათვალიეროს სცენა, საგრიმიორო, კულისები, რადისტისა (ხმის რეჟისორი) და გამნათებლის ოთახები. აგრეთვე -დეკორაცია და თეატრალური კოსტიუმები. სკოლის მოსწავლეები გაეცნობიან თეატრის არქივს და ისტორიას, დაესწრებიან რეპეტიციას, პირადად შეხვდებიან თეატრის რეჟისორებსა და მსახიობებს, სპექტაკლებზე კი ისარგებლებენ 50%-იანი ფასდაკლებით.
პროექტის პირველ ეტაპზე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი (სსიპ) 11 თეატრი მონაწილეობს. ეტაპობრივად, წლის ბოლომდე, პროექტში საქართველოს ყველა თეატრი ჩაერთვება.
თეატრში ექსკურსიის დასაგეგმად, დაინტერესებულ ადამიანებს საშუალება აქვთ, ვებგვერდზე – http://www.culture.gov.ge აირჩიონ სასურველი დანიშნულება, გაეცნონ შემოთავაზებულ სერვისებს, შეავსონ განაცხადი და დაგეგმონ ექსკურსია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები