ცოტნე გამსახურდია: იური ვაზაგაშვილის მკვლელობა „ნაცმოძრაობის“ ბობოლებს აწყობდათ

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია იური ვაზაგაშვილის აფეთქების ფაქტს ეხმაურება. როგორც ცოტნე გამსახურდია აცხადებს, იური ვაზაგაშვილის მკვლელობა სწორედ იმ პირებს აწყობდათ, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს თანამდებობას იკავებდნენ და დღემდე თანამდებობას ინარჩუნებენ.
„შოკში ვარ… ეს რა ხდება?! პირველი მოსაზრება, რაც თავში მომდის, ვის აწყობდა ეს ყველაფერი?
აწყობდათ „ნაცმოძრაობის“ ბობოლებს და დღესდღეობით კოჰაბიტირებულ ჯალათებს, რომელნიც სამართალდამცავ ორგანობში მუშაობენ! სწორედ მათ უქმნიდათ პრობლემას ბატონი იურის თავდაუზოგავი ბრძოლა სამართლიანობისათვის, რომელშიც იგი ხელისუფლებამ მარტო დატოვა!“ – წერს ცოტნე გამსახურდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები