იური ვაზაგაშვილის მეგობარი: მკვლელები შვილებიდან მამებზე გადავიდნენ

იური ვაზაგაშვილის მეგობრის ჯამბულ გამცემლიძის განცხადებით, მკვლელები შვილებიდან მამებზე გადავიდნენ. როგორც ჟურნალისტებს გამცემლიძემ განუცხადა, იური ვაზაგაშვილი თავს არ მოიკლავდა.
“ჯერჯერობით გვაქვს მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც ვრცელდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იური ვაზაგაშვილი თავს არ მოიკლავდა. როგორც ჩანს, მკვლელები შვილებიდან მამებზე გადავიდნენ”, – განაცხადა ჯამბულ გამცემლიძემ.
ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას გარდაიცვალა. ვაზაგაშვილი ახლობლის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, რა დროსაც საკუთარი ვაჟიშვილის საფლავზე გადაწყვიტა ყვავილების მიტანა. აფეთქების შესახებ ორი ვერსია ვრცელდება. ადგილობრივების ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილმა თავი აიფეთქა. ერთ-ერთი ვერსიით კი ტერიტორია დანაღმული იყო და აფეთქება ამის შედეგად მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები