მამა ილია კარტოზია მცხეთაში, მამათა მონასტრის ეზოში დაკრძალეს

ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ დაღუპული არქიმანდრიტრი ილია კარტოზია მცხეთაში, დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის ეზოში დაკრძალეს. მამა ილია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აღნიშნული ტაძრის წინამძღვარი იყო. იგი საქართველოში 18 იანვარს ჩამოასვენეს.
სვეტიცხოვლის ტაძარში დილიდან მამა ილია კარტოზიას სულის მოსახსენიებლად საღმრთო ლიტურღია და სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მამა ილიას ცხედარი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან 14:00 საათზე ჩოხოსნებმა და სასულიერომა პირებმა გამოასვენეს და მონასტრის ეზოში დაკრძალეს

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები