იური ვაზაგაშვილის და სავარაუდო მკვლელების გვარებს ასახელებს: დალაქიშვილი, ფირცხალავა და ძმანი მისნი

იური ვაზაგაშვილის და, მანანა ვაზაგაშვილი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს. გარდაცვლილის და სავარაუდო მკვლელების გვარებსაც ასახელებს.
“სოფელ ყარაფილაში დღეს დაკრძალვა იყო, იური ვაზაგაშვილი დაკრძალვაზე ჩასვლას გეგმავდა და ამის შესახებ, როგორც ჩანს, ინფორმაცია ჰქონდათ იმ პირებს, ვინც მკვლელობა დაგეგმეს. ზურას მკვლელები ჩაუსაფრდნენ და მომიკლეს ძმა. ესენი არიან: დალაქიშვილი, ფირცხალავა და ძმანი მისნი”, – განაცხადა მანანა ვაზაგაშვილმა.
სოფელ ყარაფილას სასაფლაოზე, სადაც იური ვაზაგაშვილი აფეთქებისას გარდაიცვალა, სამართალდამცავები და გარდაცვლილის ოჯახის წევრები იმყოფებიან.
ადგილობრივების ინფორმაციით, როდესაც იური ვაზაგაშვილი სოფელში ჩადიოდა, გარდაცვლილი შვილის საფლავზე აუცილებლად მიდიოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები