იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს მიაჩნიათ, რომ აფეთქება შეგნებულად მოხდა
ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს მიაჩნიათ, რომ იური ვაზაგაშვილის აფეთქება შეგნებულად მოხდა. მათი განცხადებით, სასაფლაო დანაღმული იყო. ოჯახის წევრები დამატებით დეტალებზე ამ დროისთვის არ საუბრობენ.
ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი ნაღმზე აფეთქდა და გარდაიცვალა. აფეთქება კასპის რაიონის სოფელ ყარაფალაში მოხდა. აფეთქების შესახებ ორი ვერსია ვრცელდება. ადგილობრივების ინფორმაციით, ვაზაგაშვილი ახლობლის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, რა დროსაც საკუთარი ვაჟიშვილის საფლავზე ყვავილების მიტანა გადაწყვიტა. საფლავზე მისული კი ნაღმზე აფეთქდა. ერთ-ერთი ვერსიით კი, იური ვაზაგაშვილმა თავი აიფეთქა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი არიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები.