სოხუმის პროზექტურიდან სამი ქართველის ცხედარი გაიტაცეს

სოხუმის პროზექტურიდან დაუდგენელმა პირებმა გალის რაიონში სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული სამი ქართველის ცხედარი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.
„დღეს დილით, 3-4 საათზე დაუდგენელმა პირებმა რესპულიკა აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს შენობიდან სამი პიროვნების, დ. აქუბარდიას, ლ. ხარგელიას და ნ. ხურცილავას ცხედრები გაიტაცეს. აღნიშნული პირები ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლის, ედუარდ ნერსესიანისა და რუსეთის „ეფესბე“-ს სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლის, ანდრეი უდალცოვის მკვლელობაში  იყვნენ ეჭვმიტანილები. არსებული ინფორმაციით, ორმა მამაკაცმა, პროზექტურის თანამშრომელ ქალბატონს ხელი ჰკრა, ოთახში შეაღწია და ცხედრები უცნობი მიმართულებით, „გაზელის“ მარკის ავტომანქანით გაიტაცა“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გალის რაიონში მცხოვრები სამივე ქართველი 12 იანვარს სოფელ რეპში ჩატარებული „სპეცოპერაციის“ შედეგად მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები