სოზარ სუბარმა მამა ილიას ხსოვნას პატივი მიაგო
დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, მამა ილია კარტოზიას ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.
„მამა ილია კარტოზია არის მაგალითი, მან თავისი სიცოცხლით აჩვენა როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი მწყემსი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად გასწირა. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ასეთი თავდადების ბევრი მაგალითი გვაქვს და ჩვენი ერი დღემდე ამით მოვიდა და ამით არის ასეთი ძლიერი. სწორედ ასეთ მაგალითებზე იზრდება მომავალი თაობა“-განაცხადა სოზარ სუბარმა.