“დანკინ დონატსის” დონატები 2 დღე არ გაიყიდება – რა გახდა მიზეზი

თბილისში “დანკინ დონატსის” დონატები 2 დღე არ გაიყიდება. ამის მიზეზი დიდი მოთხოვნის გამო რამდენიმე სპეციფიკური ინგრედიენტის მარაგის ამოწურვა გახდა.
“ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, აღნიშნულის გამო მიმდინარე კვირის ხუთშაბათს და პარასკევს დონატები არ გაიყიდება.
მისივე თქმით, ამერიკელი პარტნიორების დახმარებით, აშშ-დან საჰაერო გადაზიდვის გზით უკვე გამოიგზავნა საჭირო პროდუქტები.
“დონატებზე ძალიან დიდი მოთხოვნის გამო რამდენიმე სპეციფიკური, უნიკალური ინგრედიენტის მარაგი ძალიან სწრაფად ამოვწურეთ. მარაგების შევსება კი ჩვენს რეგიონში არსებული წყაროებიდან ვერ მოხერხდება. თუმცაღა, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების დახმარებით აშშ-დან საჰაერო გადაზიდვის გზით უკვე გამოიგზავნა საჭირო პროდუქტები. ამას გარდა, რამდენიმე დღის წინ სხვა სახის, ასევე აუცილებელი მარაგი სატვირთო მანქანებით გამოიგზავნა გერმანიიდან”, – აღნიშნულია სოსო ფხაკაძის განცხადებაში, რომელსაც “ვისოლ ჯგუფი” ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები