თეა წულუკიანი: ქედს ვიხრი მამა ილიას ხსოვნის წინაშე

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ოჯახს მიუსამძიმრა. მინისტრი ცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში იმყოფებოდა, სადაც მამა ილიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
„ქედს ვიხრი მამა ილიას ხსოვნის წინაშე. მარტივი არ არის, რამე თქვა დიდ ადამიანზე და, ალბათ, არც არის საჭირო ბევრი სიტყვა. ვუსამძიმრებ მის გმირ დედას, რომელმაც სამაგალითო შვილი გაზარდა; ოჯახს, მის სამწყსოს და მთელ საქართველოს.
დღეს ჭეშმარიტად ღირსეულ ადამიანს დავემშვიდობეთ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები