„მომავლის გზის“ აღსაზრდელებს ჯარისკაცები ესტუმრნენ და პროდუქტები მიუტანეს

საქველმოქმედო სახლ „მომავლის გზას“ სამხედრო პირები ესტუმრნენ. ჯარისკაცებმა მზუნველობამოკლებულ ბავშვებს პროდუქტები, ტკბილეული და სათამაშოები მიუტანეს.
„მომავლის გზაში“ მოულოდნელი სტუმრები გვესტუმრნენ. მოიტანეს ძალიან ბევრი პროდუქტი, ბავშვებისთვის ტკბილეული და სათამაშოები, გაერთნენ ბავშვებთან ერთად, გაამხიარულეს ისინი. ჩვენი დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, მათ ვინაობა არ გაამჟღავნეს. ერთადერთი, რაც ჩვენთვის არის ცნობიილი, ისაა, რომ ისინი სამხედრო მოსამსახურე პირები არიან“,- აცხადებენ „მომავლის გზაში“.
საქველმოქმედო სახლი „მომავლის გზა“ ჯარისკაცებს ქველმოქმედებისთვის მადლობას უხდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები