არქიმანდრიტ ილია კარტოზიას დღეს დაკრძალავენ

არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ცხედარი მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარშია დასვენებული. დღეს, წირვის დასრულების შემდეგ, არქიმანდრიტის ცხედარს წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში გადაასვენებენ და ამავე მონასტრის ეზოში დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, რომ ადრიატიკის ზღვაში, ბორან “ნორმან ატლანტიზე” ხანძარი 28 დეკემბერს გაჩნდა. ტრაგედიას 11 ადამიანი ემსხვერპლა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა. მამა ილიამ თავისი ადგილი სამაშველო ნავში ბავშვიან ქალბატონს დაუთმო და თვითონ ისევ გემბანზე დარჩა. საბოლოოდ მისი გადაყვანის დროს ბაგირი ჩაწყდა და მაშველებმა ვეღარ შეძლეს მისი გადარჩენა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია კარტოზია სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისა და გმირობისათვის, განსაკუთრებული პიროვნული მამაცობის გამოვლენისათვის, “სამოქალაქო თავდადებისათვის” (სიკვდილის შემდეგ) დააჯილდოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები