შსს-მ 50 აბი „ექსტაზი“ ამოიღო (ვიდეო)

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე ოზგურ რ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 50 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ ამოიღეს, რომლის საერთო წონა, ექსპერტიზის დასკვნით, 14,836 გრ-ია და 0,6 გრ. მეტამფეტამინს შეიცავს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ასევე ამოღებულია 20,481 გრ. გამომშრალი მარიხუანა.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები