„ჩემი ძმა მზად არის, გამოძიების კითხვებს უპასუხოს“

  მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი საქართველოში დეპორტაციით ჩამოდის – ამის შესახებ ემზარ კვიციანის დამ, ნორა კვიციანმა განაცხადა. მისი თქმით, მისი ძმა მზად არის, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, სამართალდამცველების ყველა შეკითხვას უპასუხოს.
„მოსკოვში ჩატარდა სასამართლო პროცესი და გუშინ მოსამართლემ მიიღო დეპორტირებაზე გადაწყვეტილება. ემზარმა გუშინვე აიღო ბილეთი და ხვალ 4 საათისათვის ჩამოფრინდება. ის მზად არის, ყველა კითხვას პასუხი გასცეს“,- განაცხადა ნორა კვიციანმა.
ემზარ კვიციანი რუსეთიდან საქართველოში 27 თებერვალს, 16.00 საათზე დაბრუნდება. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები და მხარდამჭერები დახვდებიან.
შეგახსენებთ, რომ პოლკოვნიკი კვიციანი 2006 წლის ივლისის ბოლოდან სამხედრო ამბოხისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით იძებნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები