20 იანვარი
11:00
“პირველ პრესკლუბში” ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში მოშიმშილე პატიმრების მდგომარეობა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:00
NEW
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, ანალიტიკურ პორტალში ,,კვირა’’ პრესკონფერენციას გამართავს და 2014 წელს გაწეული სამუშაოების თაობაზე მოსახლეობას ანგარიშს ჩააბარებს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:30
NEW
უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია, საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ისლამისა და ვაჰაბიზმის საფრთხე საქართველოში. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:30
NEW
“პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კონკურსის „არა ძალადობას“ დაჯილდოების ცერემონიას, თსუ რექტორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი დაესწრებიან.
E1
12:00
“პირველ პრესკლუბში” თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – რესპუბლიკელების“ წევრი დავით ზურაბიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამოცემული წიგნების პრეზენტაცია გაიმართება. მისამართი: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსი ,საკონფერენციო დარბაზი. გუდიაშვილის ქ. N 7
15:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოშე-ხაიმ (თემურ) მდინარაძის მონოგრაფიის „თორისა და ქებათა ქების არსის საიდუმლოებათა შემეცნების“ პრეზენტაცია გაიმართება.
16:00
თბილისის საკრებულოს მთავარ ფოიეში, ნათლისღების დღესასწაულის ფარგლებში განათლებისა და კულტურის კომისიის ორგანიზებით, შშმ პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში ასევე დაგეგმილია თეატრალური და მუსიკალური წარმოდგენები.
19:00
სასტუმრო “ვერე-პალასში“, “საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია“ გასული წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.