თსუ-ში ხვალ კონკურსის – „არა ძალადობას“ გამარჯვებულები გამოვლინდებიან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვალ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში – „არა ძალადობას“ გამარჯვებულ სტუდენტთა დაჯილდოება გაიმართება.
ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი, უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრებიან.
კონკურსში ოჯახში ძალადობის პრევენციასთან დაკავშირებით ასამდე მედიაპროდუქტი: საგაზეთო პუბლიკაცია, ტელე და რადიოსიუჟეტები იყო წარმოდგენილი.
კონკურსზე თსუ-ს ჟურნალისტიკის მიმართულების სამაუწყებლო მედიის ფარგლებში სამმა ჯგუფმა სამი ვიდეორგოლი წარმოადგინა. თსუ-დან წარმოდგენილი სამი ვიდეორგოლიდან ორმა გაიმარჯვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები