აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის სახლს ცეცხლი გაუხსნეს

დელავერის შტატში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის რეზიდენციას ცეცხლი გაუხსნეს. შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის ინფორმაციით, გასროლა გზაზე, ეგრეთ წოდებული „უსაფრთხოების პერიმეტრის“ გარეთ მოძრავი ავტომობილიდან მოხდა.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, არც ბაიდენი და არც მისი მეუღლე იმ მომენტში სახლში არ იმყოფებოდნენ.
როგორც ცნობილი გახდა, საიდუმლო სამსახურის აგენტებმა ერთი ადამიანი, რომელმაც ავტომობილის გაჩერების პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა, დააკავეს და დაჰკითხეს. თუმცა, „სი-ენ-ენის“ ცნობით, დაკავებულს მომხდართან არანაირი კავშირი არ აქვს. სავარაუდოდ, ავტომობილი, საიდანაც გაისროლეს, დიდი სისწრაფით მოძრაობდა და მიიმალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები