არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ცხედარს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ
გემ “ნორმან ატლანტიკზე” კატასტროფის დროს დაღუპული არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ცხედარს საქართველოში დღეს, დღის მეორე ნახევარში ჩამოასვენებენ. მამა ილია კარტოზიას ცხედარი იტალიის ქალაქ ბარიში იყო დასვენებული. ქართველი სასულიერო პირის სულის მოსახსენებელი წირვა ბარიში, წმინდა ნიკოლოზის საფლავზე აღასრულეს.
ადრიატიკის ზღვაში, ბორან Norman Atlanti-ზე ხანძარი 28 დეკემბერს გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა. მამა ილია კარტოზია მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო. არსებული ინფორმაციით, მამა ილიას ამავე მონასტრის ეზოში დაკრძალავენ.