მამა ილია კარტოზიას 20 იანვარს მცხეთაში დაკრძალავენ

საპატრიარქოს პრეცენტრის ხელმძღვანელის დეკანოზ დავით შარაშენიძის განცხადებით, არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხვალ, 17:30 საათზე ჩამოასვენებენ და სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.
მისივე თქმით, მამა ილია კარტოზიას ცხედარს მცხეთაში, წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში გადაასვენებენ.
დაკრძალვის ცერემონია კი 20 იანვარს, 12:00 საათზე, ამავე მონასტრის ეზოში გაიმართება.
ადრიატიკის ზღვაში, ბორან Norman Atlanti-ზე ხანძარი 28 დეკემბერს გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის – საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა. მამა ილია კარტოზია მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.
არსებული ინფორმაციით, მამა ილიას ამავე მონასტრის ეზოში დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები