ირაკლი ღარიბაშვილი სპენსერ ოლივერს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, რეგიონული უსაფრთხოება და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის, სპენსერ ოლივერის შეხვედრის ძირითადი თემები.
როგორც “კვირას” პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა სოხუმის საოკუპაციო რეჟიმსა და მოსკოვს შორის 24 ნოემბერს ხელმოწერილი „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ე.წ. შეთანხმებასა და ცხინვალის რეჟიმთან მსგავსი დოკუმენტის გაფორმების გეგმასთან დაკავშირებით.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე წლიურ სესიის სამზადისზე, რომელსაც 2016 წელს საქართველო უმასპინძლებს.
“ბევრჯერ ვყოფილვარ საქართველოში და შევხვედრივარ სხვადასხვა თანამდებობის პირებს, მაგრამ ქართული სტუმართმოყვარეობა უცვლელია“, – განაცხადა სპენსერ ოლივერმა შეხვედრაზე და საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას წარმატებული საქმიანობა უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები