თეიმურაზ მურღულია სკოლის პედაგოგებს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, თბილისის საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა.
როგორც „კვირას“ სამინისტროდაც აცნობეს, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ, პედაგოგებს „ნარჩენების მართვის კოდექსით“ – გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები გააცნო.
„ნარჩენების მართვის კოდექსი“ 15 იანვრიდან შევიდა ძალაში. კოდექსის მიხედვით, ჯარიმების მინიმალური ოდენობა 50 ლარით, მაქსიმალური კი, 5 000 ლარით განისაზღვრა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში მიმდინარეობს ნარჩენების მართვის კუთხით დაგეგმილი საინფორმაციო კამპანია, რომელიც მთელს საქართველოს მოიცავს და მასში ჩართულია საჯარო, ბიზნესის, სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორი.
შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო საინფორმაციო შეხვედრებს მომავლშიც აქტიურად გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები