“ნაციონალური მოძრაობა” ჯანდაცვის სამინისტროს კამპანიას შეუერთდა (ფოტოკოლაჟი)
“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ C ჰეპატიტის წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას უერთდებიან.
ფოტომასალა ჯანდაცვის სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კამპანია სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ დაიწყო და მასში სხვადასხვა ორგანიზაცია და მედიასაშუალება ჩაერთო.
როგორც მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, კამპანიის ფარგლებში იგეგმება პრეპარატის შემოტანა აშშ-დან, რომელიც C ჰეპატიტს 95 პროცენტით კურნავს. მიუხედავად მისი სიძვირისა, მკურნალობას ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს, ვინაიდან, პროექტი სახელმწიფოს თანადაფინანსებით ხორციელდება.
სამინისტროს ინიციატივით, 2015 წელი C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის წლად გამოცხადდა.