17 იანვარი

11:00
„კვირას“ პრესკლუბში „საყდრისის დაცვის კომიტეტის“ წევრები პრესკონფერენციას გამართავენ. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:30
“პირველ პრესკლუბში” ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი ანა კიკნაძე სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “საპროცესო გარიგებების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი თანხები 2014 წელს“. მისამართი: წერეთლის გამზირი №116, ბიზნეს-ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი 599 01 03 44
11:30
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „ნაციონალური მოძრაობა – თბილისის“ წევრი ირაკლი ნადირაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: „პანორამა თბილისი“; ავარიული და სარისკო ქუჩები და ხიდები; საცობები თბილისში. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23, საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
12:00
“პირველ პრესკლუბში” „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ნათია გურული პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულების შიმშილობა და მათ მიმართ არსებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
NEW
ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი გმირების, ბაბუშერას ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ტყუპი ძმების ვასილ და ნუკრი წიკლაურების სახელობის სპორტულ მოედანს გახსნის. მისამართი: ცოტნე დადიანის გამზ N34, მე-5 ა კორპუსის მიმდებარე ტერიტორია საკონტაქტო პირი: თათია – 593 88 26 26
E1
12:00
NEW
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლი ვიქტორ დოლიძე და დელეგაციის წევრი ზურაბ აბაშიძე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან, სპენსერ ოლივერთან შეხვედრას გამართავენ. თბილისი, C კორპუსი, მე-4 სართული, ოთახი 419
12:30
იმედის კლინიკაში, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის შორენა ბუხრაშვილის ინიციატივით, დიდი დიღმის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალბატონებს უფასო გინეკოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდებათ. მისამართი: დიდი დიღომი, მირიან მეფის ქ. N10ა
13:00
ადვოკატთა ასოციაციის შენობაში, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, უკრაინელი ადვოკატი სვეტლანა კუსპისი, ზურაბ როსტიაშვილი და ციცინო ცხვედიანი უკრაინეულ -ქართული საერთაშორისო საადვოკატო კომპანიის დაარსების თაობაზე პრესკონფერენციას გამართავენ. მისამართი: ძმ. ზუბალაშვილების 36
14:00
NEW
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენლობასთან თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N638

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები