„ბოევიკებმა“ დონეცკის ცენტრალურ აეროპორტზე შტურმი განაახლეს

დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალურ აეროპორტზე „ბოევიკებმა“ შტურმი განაახლეს. როგორც საინფორმაციო სააგენტო „რია.რუ“ იუწყება, გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, დაუზუსტებელი ინფორმაციით, არიან როგორც გარდაცვლილები, ასევე დაჭრილებიც.
ეს აეროპორტზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. მას შემდეგ, რაც დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკა უკრაინის ტერიტორიას გამოეყო, აეროპორტი რამდენჯერმე შტურმით აიღეს. ამ ეტაპზე ის ნახევრად დანგრეულია და სხვადასხვა სამხედრო შენაერთისთვის თავშესაფრის ფუნქციას ასრულებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დონეცკის აეროპორტის ტერიტორიაზე, ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების დროს, 6 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ აეროპორტის ტერიტორიაზე უკრაინელ მებრძოლებს ეძებენ. ისინი დონეცკის რესპუბლიკამ „ბოევიკებად“ შერაცხა.

10917730_1534615393456699_1964533470_n

10939012_1534615400123365_276593039_o

10939510_1534615396790032_411845854_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები