თამარ ბერუჩაშვილი უკრაინის საელჩოს ეწვია და იქ გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა



საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი უკრაინის საელჩოს ეწვია და იქ გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

მინისტრმა ჩანაწერი უკრაინულ ენაზე გააკეთა და მიუსამძიმრა საქართველოში უკრაინის ელჩს ვასილ ციბენკოს.

„ვუსამძიმრებ უკრაინის მთავრობასა და უკრაინის ხალხს დონეცკში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით. ამ ტრაგედიამ კიდევ ერთხელ ცხადყო რამდენად მნიშვნელოვანია უპირობოდ და დროულად შესრულდეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. უკრაინის კრიზისის დარეგულირების წერტილს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა წარმოადგენს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს და დაზარალებულებს გამოჯამრთელება უსურვა

უკრაინაში, დონეცკის ოლქში ქალაქ ვალნოვახში სეპარატისტების მიერ 13 იანვარს გაშვებული ჭურვი სამგზავრო ავტობუსს მოხვდა, რასაც უკრაინის 12 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები