16 იანვარი

09:00
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ევროკომისართან იოჰანეს ჰანთან შეხვედრას გამართავს. თბილისი, პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი
10:30
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაციები “ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის” თავმჯდომარე ნატალია ხოხიაშვილი და “მარო მაყაშვილის საზოგადოება” თავმჯდომარე ლიკა გამრეკელი პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: “არ გადასცე მიქაელ ქადიევი რუსეთი”. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:00
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე მანანა ნაჭყებია პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23, საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:00
ფინანსთა სამინისტროში, სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშრებით ბრიფინგი-ანგარიში გაიმართება. მისამართი: გორგასლის #16
11:00
საქალაქო სასამართლოში, პარტიზანი მებაღეების განაჩენი გამოცხადდება.

11:30
„კვირას“ პრესკლუბში კონსტანტინე გამსახურდია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: როგორ აღმოჩნდა და რატომ იყიდება ბრონირებული მერსედესი, რომლითაც ზვიად გამსახურდია გადაადგილდებოდა, აზერბაიჯანში 32 000 დოლარად? მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:30
“პირველ პრესკლუბში” „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “ქართულ ბაზარზე საწვავის ფასები საერთაშორისო ბაზრის არაადეკვატურია“. მისამართი: წერეთლის გამზ. №116, ბიზნეს-ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: სალომე ტორჩინავა 557 75 65 33
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში თბილისის სამრეწველო-სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ლეონარდო დევდარიანი სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. თემა: გივი თარგამაძის მიერ ცრუ დასმენა, რაზეც სამუდამო პატიმრობა ემუქრება – სარჩელი პროკურატურაში.
12:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართება.
12:00
“თბილისი მარიოტში” ჯანდაცვის კომიტეტის ორწლიან ანგარიშს და სტრატეგიულ გეგმას, კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე წარადგენს, რომელსაც მინისტრი დავით სერგეენკო, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი და საერთასორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

12:00
“პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ელისო ჩაფიძე პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:30
“პირველ პრესკლუბში” სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე თამაზ თევზაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რეორგანიზაცია სპორტის სამინისტროში, საქართველოში სპორტის მომავალი. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:00
“ფრონტლაინში” გარემოსდამცველი ორგანიზაციების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
13:00
“პირველ პრესკლუბში” „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ თავმჯდომარე ლაშა გიორგაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ნარჩენების კოდექსში დაშვებული ხარვეზები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:30
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართება.

17:00
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართება. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი (N331)
17:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს დარბაზში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები