საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი 90 წლისაა

2015 წელს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი 90 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, 14 იანვარს, 21:00 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ანიტა რაჭველიშვილის, ნიკოლოზ რაჭველისა და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტი გაიმართა.
სპეციალურად ამ საღამოსთვის ანიტა რაჭველიშვილმა ილიკო სუხიშვილის მიერ დადგმული რამდენიმე ცეკვა შეასრულა ქართული ნაციონალური ბალეტის – „სუხიშვილების“ დასის წევრებთან ერთად. კონცერტის მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, ქალაქის საკრებულო, „მედია პალიტრა“, კომპანია „მაგთი“, „რუსთავი 2“, „პირველი არხი“, რადიო „ფორტუნა“, „118 08“ და „აუთდორ.გე“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები