აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის დაბადების 130 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

დღეს, 14.30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის დაბადების 130 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიების მონაწილეები თსუ პანთეონში ყვავილებით შეამკობენ ივანე ბერიტაშვილის საფლავს, შემდეგ გაიმართება კონფერენცია.
ღონისძიების ორგანიზატორია თსუ, საქართველოს ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგთა საზოგადოება, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები