გამოფენა „დრო მიქრის /Tempus Fugit“ გაიხსნება

16 იანვარს, 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის, თბილისის ისტორიის მუზეუმში ჯგუფური გამოფენა: „დრო მიქრის /Tempus Fugit“ გაიხსნება.
შემოქმედებით ჯგუფში გაერთიანებულნი არიან მხატვრები: გეგა ქუთათელაძე, თემო კვირკველია, ლევან ამაშუკელი, სანდრო ქათამაშვილი, გიორგი ჯამბურია და ლუკა აკიმიძე. ხელოვანები განსხვავებული იდეებითა და გამომსახველობითი ხერხებით დროის სწრაფმავალ დინებას მეტ დრამატიზმს ანიჭებენ. ისინი იყენებენ ისეთ მხატვრულ ხერხებს, როგორიცაა: ციფრული მედია, ვიდეოინსტალაცია, ანიმაცია, ფოტოგრაფია, ფერწერა, ვიჯეინგი (ახლად განვითარებული ტენდენცია, რომელიც ლაივ-ვიზუალის ახალი კულტურაა მსოფლიოში და გულისხმობს ლაივ-ვიზუალის გაფორმებას).
ჯგუფის წევრები ასახავენ შეუქცევადი დროის კვალს, რომელიც ცვლის ყველაფერს: ინტერესებს, ინფორმაციის გაცვლის ხერხებსა და დაკვირვების ობიექტებს. თემის ინტერპრეტაციის ახლებური ხედვა აერთიანებს როგორც იდეებს, ასევე გამომსახველობით საშუალებებს და მაქსიმალურად წარმოაჩენს შემოქმედებითი ჯგუფის წევრების ინდივიდუალიზმს.
გამოფენა 25 იანვრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები