შსს-მ 132 აბი ე.წ. „ექსტაზი“ ამოიღო
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული სახავატ მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს. შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 95 აბი ე.წ. „ექსტაზი“ ამოიღეს, რომელიც, ექპსერტიზის დასკვნით, 9,914 გრ, ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) შეიცავს. ასევე ამოღებულია 1,1145 გრ, ამფეტამინის შემცველი 37 აბი „ექსტაზი“. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.