15 იანვარი

09:00
მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართება.
11:00
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლაენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზვიად ძიძიგური პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:30
“პირველ პრესკლუბში” ექსპერტი ნიკა ჩიტაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: უკრაინაში საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნის საკითხი, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:30
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული სანქციები, რომელიც დღეიდან ძალაში შედის. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ზურა ვაზაგაშვილის მამა – იური ვაზაგაშვილი, ბუტა რობაქიძის მამა – სოსო რობაქიძე და გიორგი გამცემლიძის მამა – ჯამბულ გამცემლიძე, სპეციალურ ბრიფინგს გამართავენ. თემა: ახალი დეტალები ზურა ვაზაგაშვილის საქმეში – მიმართვა პროკურატურას და შს სამინისტროს.

12:30
“პირველ პრესკლუბში” “თავისუფალი თაობის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ლადო სადღობელაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “თავისუფალი ზონის” ოფისის წინ განვითარებული მოვლენები და სამომავლო გეგმები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:00
დაბა ხარაგაულში ამბულატორიის მშენებლობა იწყება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, ასევე იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, ამბულატორიის მშენებლობის დაწყების პროცესს დაესწრებიან.
13:00
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართება.
14:30
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის დაბადების 130 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
18:00
ბორჯომში, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში, წმ. სერაფიმ საროველის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტ სერაფიმეს ლოცვა-კურთხევით, თბილისიდან მოწვეული ახალგაზრდა ოპერის მომღერლები კონცერტს გამართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები