ჯანდაცვის სამინისტრო C ჰეპატიტის წინააღმდეგ ახალ პროექტს იწყებს

2015 წლის პირველი ბრიფინგი დავით სერგეენკომ ახალი პროექტის წარდგინებით დაიწყო. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, სამინისტროს და მთლიანად მთავრობის მთავარი სამუშაო წელს C ჰეპატიტის სრული ელიმინაცია, მისი პრევენცია იქნება.
მინისტრის თქმით, ეს არის კომპლექსური საზოგადოებრივი ჯანდაცვითი პროექტი, რომელიც ნიშნავს იმას, რომ ყველამ, ვისაც მკურნალობა სჭირდება, მიიღოს ხარისხიანი და წვდომადი მკურნალობა და ახალი შემთხვევები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.
როგორც სერგეენკომ აღნიშნა, პრევენცია გამოიხატება ყველა იმ წერტილის ადეკვატურ კონტროლში, სადაც კი ჰეპატიტის აღმოცენების თეორიული რისკი არსებობს.
“ეს არის, უკლებლივ ყველა სამედიცინო დაწესებულება, სტომატოლოგიური კაბინეტები, ტატუს სალონები, კოსმეტიკური სალონები, სადაც მთავრობა ვალდებული გახდება, რომ აქტიური მუშაობა დაიწყოს, რათა გაკონტროლდეს და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ინფექციის გავრცელება. შეუძლებელია, ყველგან დავსვათ ჩვენი წარმომადგენლები, რომლებიც ხელში უყურებენ, რამდენად სწორად კეთდება პროცედურები. საზოგადოების წევრები, რომლებიც მიდიან ამ ადგილებში, უნდა იცოდნენ რას ნიშნავს პრევენცია და სწორი ინფექციების მართვა და უნდა შეეძლოთ, გაგვიზიარონ თავიანთი მოსაზრება, რათა ეფექტურად ვმართოთ პრევენციის კომპონენტი”, – განაცხადა სერგეენკომ.
აღნიშნული პროექტი თებერვლიდან დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები