ფონდი „ქართუ“ თბილისში ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ააშენებს

ფონდი „ქართუ“ თბილისში ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ააშენებს.
ფონდის გამგეობის თავმჯდომარის ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებით, პროექტის განხორციელებას რამდენიმე წელი დასჭირდება.
მისი თქმით, უნივერსიტეტი მრავალ  სტუდენტებს მიიღებს.
„ფონდი „ქართუ“ აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე. უკვე შევხვდით სხვადასხვა საერთაშორისო უნივერსიტეტების წარმომადგენლებს. უნივერსიტეტი აშენდება თბილისში, რადგან თბილისი ინფრასტრუქტურულად, ტერიტორიულად ყველაზე მომგებიანია ასეთი ფართო და მსხვილი პროექტებისთვის. პროექტი რამდენიმეწლიანია, რადგან ის მრავალ სტუდენტზე იქნება გათვლილი. აშენდება საუნივერსიტეტო კამპუსიც“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები