საქართველოს წარმომადგენელი 2015 წლის ევროფესტივალზე

დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა „კომუნიკატორში“ გაირკვევა, ვინ წარადგენს საქართველოს 2015 წელს ევროვიზიაზე.
რჩეულს, საერთაშორისო ჟიურის მიერ შერჩეული 5 კანდიდატიდან მაყურებელი და ჟიური ერთად გამოავლენს.
კონკურსანტების, ეთერ ბერიაშვილის, ედვარდ მეისონი, ჯგუფი „ნიუტონის“, ნინა სუბლატის და მიშა სულუხიას, მუსიკალური რგოლები პირველი არხის ეთერში ორი კვირის განმავლობაში იყო განთავსებული. მაყურებელს კი საშუალება ჰქონდა, სასურველი კანდიდატისთვის დღეში ერთი მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნა.
14 იანვარს „კომუნიკატორის“ პირდაპირ ეთერში დასახელდება გამრჯვებული კანდიდატი.
2015 წელს ევროვიზიის მე-60 კონკურსი ავსტრიაში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები