თინა ხიდაშელი ფადი ასლისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს – რას აცხადებს ბიზნესმენი ბენდუქიძეზე


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი ”Opendemocracy.net”-ის სტატიას ეხმაურება, სადაც ბენდუქიძე ისეა წარმოჩინებული, როგორც საქართველოს ეკონომიკის რეფორმატორი და არაერთი წარმატებული პროექტის ავტორი, თუმცა სტატიაში ბენდუქიძის წარუმატებელ პროექტებზეც არის საუბარი.

სტატიის ავტორი ამბობს, რომ ბენდუქიძის მთავარმა იდეოლოგიამ, რომელიც თავისუფალ  ვაჭრობაზე  იყო აქცენტირებული, არ გაამართლა.

სტატია სოციალური ქსელის არაერთმა მომხმარებელმა დააკომენტარა. მათ შორის ყველაზე გამორჩეული საქართველოში მოღვაწე არაბი ბიზნესმენის ფადი ასლის კომენტარია. ის ფიქრობს, რომ კახა ბენდუქიძე 2003 წელს საქართველოს ეკონომიკისთვის მაშველი რგოლი აღმოჩნდა. მისმა გონიერმა რეფორმებმა, გამჭრიახობამ და გამოცდილებამ ქვეყნის ეკონომიკა კრახისგან იხსნა. შესაბამისად, იმის თქმა, რომ მისი ექსპერიმენტი საქართველოს ეკონომიკის რეფორმასთან დაკავშირებით წარუმატებელი იყო, მისთვის მიუღებელი და უსამართლოა:
”მე, როგორც საქართველოში წამყვანი ბიზნესკომპანიების ხელმძღვანელი, კახა ბენდუქიძის საქმიანობას პირველივე დღიდან ვადევნებდი თვალყურს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ მან მაშინდელი საქართველოს ეკონომიკა სრული კოლაფსისგან იხსნა.”

სტატიასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში ფადი ასლი ასევე ამბობს, რომ მართალია დღეს ბიზნესმენებს არ ართმევენ ქონებას და არ აპატიმრებენ, მაგრამ მათი საქმიანობა კვლავაც იზღუდება, ამჯერად უკვე შემოსავლების სამსახურის მიერ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ასლის განცხადება დაუყოვნებლივ არის შესასწავლი, რადგან აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ხიდაშელი ბიზნესმენისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

„ის, რასაც ასლი წერს, უაღრესად სერიოზულია და იმ პირობებში, რომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ტყუილია, აუცილებლად საჭიროებს მისგან განმარტებას და ყველა შესაძლო ფორმით ბოდიშის მოხდას”, – წერს ხიდაშელი საკუთარი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

ნინი ჯაფარიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები