ბესიკ ქარცივაძემ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანს 97 წლის იუბილე მიულოცა
გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ ახალი წელი და დაბადების 97 წლის იუბილე თბილისის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარეს მოსე მდინარაძეს მიულოცა. გლდანის რაიონის გამგეობის, შპს “აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას“ და შპს ,,ახალ მზერას“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, მოსე მდინარაძეს და მის მეუღლეს, საცხოვრებელ ადგილზე მისვლით ჩაუტარდებათ 19 სხვადასხვა პროფილის სრულფასოვანი უფასო სამედიცინო გამოკვლევა. მალე ბატონ მოსეს და ქალბატონ ეთერს ქორწინებიდან 70 წელი შეუსრულდებათ. ამ საიუბილეო თარიღს მათ გლდანის გამგეობა განსაკუთრებულად მიულოცავს.