შალვა შავგულიძე: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ორ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს



საპარალამენტო უმრავლესობის წევრის შალვა შავგულიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ორ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს.

შავგულიძეს მიაჩნია, რომ კანდიდატი უნდა იყოს თავისი დარგის  კვალიფიციური, აღიარებული სპეციალისტი და აბსოლუტურად პრინციპული  სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვის საკითხში.
“თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი პარლამენტში შალვა შავგულიძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ერთპიროვნულად უნდა მიიღოს და პარლამენტს მაინც ის პირი უნდა წარუდგინოს, ვინც ამ თანამდებობაზე მისთვის მისაღებია.
“აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვას პრეზიდენტს კონსტიტუცია არ ავალდებულებს, მაგრამ თუკი ის კონსულტაციების გამართვას მიზანშეწონილად მიიჩნევს, ასეთმა კონსულტაციებმა შეიძლება პოზიტიური როლიც შეასრულოს, მაგრამ აქ ვიტყოდი პრინციპულ საკითხს – ჩემი აზრით, თუკი მის მიერ შერჩეულ კანდიდატურას პოლიტიკური უმრავლესობისგან მხარდაჭერა არ ექნება, მან მაინც უნდა წარადგინოს კანდიდატი, რომელიც მიაჩნია, რომ ყველაზე მეტად აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის სტანდარტს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კანდიდატის მხარდაჭერა პარლამენტში არ მოხდება და ჩავარდება, ეს სასარგებლო იქნება, რადგან გაჩნდება თამასა, თუ როგორი კანდიდატი იქნა პარლამენტის მიერ უარყოფილი. კანდიდატი, რომელიც საბოლოოდ უნდა დაინიშნოს, ამ თამასაზე სწორების მიხედვით შეფასდება”, – აცხადებს შალვა შავგულიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები