“უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა”

უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მხარდამჭერი ირაკლი ჩხვირკია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილი ქართველი წარმოშობით ქუთაისიდანაა და იგი უკრაინაში რუსების მხარეს იბრძოდა. „უკრაინაში ქართველი “მებრძოლი” დაღუპულა… ქუთაისელი, ვინმე ბუხაიძე, რომელიც ოკუპანტი რუსების მხარეს იბრძოდა…
„გრუზ-200“-ით გამოუგზავნიათ რუსებს და ლარსის გამშვებ პუნქტთან რუსულ თოვლსა და ყინვაშია გაჩხერილი… – ასე ჩუმად და სამარცხვინოდ ჩამოათრევდნენ ბუხაიძის გვამს, რომ არა ერთი კურიოზული ფაქტი… მისი ოჯახის წევრები დახმარების თხოვნით უკრაინის თავგამოდებულ ქართველ მხარდამჭერებს და ოკუპანტი რუსეთის მაძაგებლებს მიადგნენ… “არიქა, ბიჭი ომში დაიღუპა და ლარსზეა გაჩხერილი, იქნება გვიშველოთ და ჩამოგვასვენებინოთო…” – არ დამიწყოთ ახლა, მკვდარზე ცუდს არ ამბობენო და ეგეთი სიბრიყვეები… მკვდარი კი არა, „გრუზ 200“-ია…
აფხაზეთში, ცხინვალში, თბილისში, სენაკში, ფოთში, რუსმა ოკუპანტებმა უმოწყალოდ ხოცეს ბუხაიძის თანამემამულეები, იქნებ მათ შორის მისი მეგობრები და ნათესავებიც იყვნენ…ეს კი თავის ქვეყნის ოკუპანტის და მტრის მხარდასაჭერად იბრძოდა ახალი ოკუპაციისთვის… ძაღლი მიაკვდეს სულში!!! – გული იმაზე მწყდება, ამ მოღალატე ქართველსაც ალბათ იმავე სასაფლაოზე მიუჩენენ ადგილს, სადაც ალეკო გრიგოლაშვილია დაკრძალული… ვინ იცის, იქნებ ალეკო ამ ოკუპანტის ტყვიამ იმსხვერპლა?…. – ალეკო და დათო უკრაინამ ცრემლებით და გლოვით გამოაცილა სამშობლოში, ღორმა რუსებმა კი ღორივით ჩადეს „ლედნიკში“ თავიანთი „ნაიომნიკი“ და „პასილკად“ გამოატანეს ავტობუსს… – ღორები ღორულად ცხოვრობენ, ღორებად კვდებიან და ღორული დასასრული აქვთ… – ის ხალხი დამითაგეთ, უკრაინაში წასულ ბიჭებს სააკაშვილის „ნაიომნიკებს“ რომ ეძახის… რუსეთში ვისი დავალებით ომობენ, ხომ არ იცით???
P.S. საწყალი კი არა. საქართველოს მოღალატე, ოკუპანტი და ტერორისტი იყო!!! ძმათა სისხლის მღვრელებთან ერთად ხოცავდა მშვიდობიან უკრაინელებს და თვითონ ოკუპირებული ქვეყნის შვილი, სამშობლოს ოკუპანტთან ერთად ახდენდა სხვა ქვეყნის ოკუპაციას!!! ჩაძაღლდა!!!“ – წერს ირაკლი ჩხვირკია. “კვირა” დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები