თბილისის ზოოპარკიდან ნიამორი გაიქცა

თბილისის ზოოპარკიდან გაქცეული ნიამორი ზოოპარკის თანამშრომლებმა უნივერსიტეტის ქვედა ფერდობზე იპოვეს, – ამის შესახებ „კვირას“ თბილისის ზოოპარკის პრესსამსახურის უფროსმა მზია შარაშიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ნიამორმა ღობეზე გადასახტომი ადგილი ნახა და გალიიდან თავის დაღწევა შეძლო.
შემთხვევა დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა. „ნიამორს ზოოპარკის თანამშრომლებმა უნივერსიტეტის ქვედა ფერდობზე მიაკვლიეს. ამის გამო ცოტა ხნით მოძრაობა შეზღუდული იყო. ამ დროისთვის ნიამორი ჩვენთან, ზოოპარკში იმყოფება. მომხდარის გამო არავინ დაზარალებულა“, – განუცხადა „კვირას” მზია შარაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები